ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
"თქვენს გზავნილზე საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.
მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:
საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.
ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.
გამარჯვებულების გამოვლენის დეტალური პირობები:
აქცია დაიწყო 2021 წლის 15 მარტს და გაგრძელდება 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
* აქციაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც აქციის პერიოდში ხუთჯერ, ან მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს 200 ლარზე მეტ თანხას, მიღება/გაგზავნა შესაძლებელია როგორც ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.
*თანაბარი რაოდენობის შედეგის დადგომის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება მიღებული და გაგზავნილი თანხის მოცულობას.
*საერთაშორისო ფულადი გზავნილების წინა კამპანიის „თქვენს გზავნილზე მოგებაა“ გამარჯვებულები მონაწილეობას არ მიიღებენ მთავარი პრიზის, ასევე 10 ნოუთბუქისა და 100 ჭკვიანი საათის გამარჯვებულების გამოვლენაში.